გიგა ბოკერია - ბევრად დიდია კორუფციის შედეგად მოპარული ფული და ყველა ლარი, რომლითაც გამდიდრდნენ თანამდებობის პირები, აისახება ფასებში, ხელისუფლებისთვის ამ კორუფციულ ფულს ბიზნესი იხდის, ბიზნესი იძულებულია მომხმარებელს გადაახდევინოს ეს ფული

ჩვენი ამოცანაა „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ წარმოდგენილი ნაბიჯების გადადგმა და ამ არალეგიტიმური რეჟიმის შეცვლის შემდეგ კრიმინალური, კორუფციული სისტემის მოშლა. გადასახადების ტვირთის შემცირება, "ფულის ბეჭდვის" შეწყვეტა და ამ კრიმინალური ტრადიციის აღმოფხვრა! - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „ოპოზიციურმა ალიანსმა“ ხედვა წარადგინა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ფასების დაწევა მოხდეს პროდუქტზე.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, როდესაც კრიზისი შექმნილია რაიმე საერთაშორისო ფაქტორების გამო, ყველა პასუხისმგებლიანი რეჟიმი დგამს ექსტრაორდინარულ ნაბიჯებს, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქით ხდება.

„ნორმალურ ვითარებაშიც კი, ეს კრიზისიც რომ არ იყოს, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სიღარიბიდან ქვეყნის გამოყვანა, მოქალაქეებზე ტვირთის შემცირება, ყველა ქვეყანასთან შედარებით წინ ყოფნა. მათ მიერ შექმნილი დოვლათიდან მეტ ფულს ვუტოვებდეთ ადამიანებს ჯიბეში.

როდესაც კრიზისი შექმნილია რაიმე საერთაშორისო ფაქტორების გამო, ყველა პასუხისმგებლიანი რეჟიმი დგამს ექსტრაორდინარულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ჩვენთან კი ყველაფერი პირიქით ხდება.

ყველაფრის პარალელურად ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო და უტიფარ კამპანიას, რომ საერთაშორისო ფაქტორებს დააბრალონ ეს და ბიზნესზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა, თან გვესმის ამბები ამავე რეჟიმის მიერ მხილებული საკუთარი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ მოპარული ფულის შესახებ.

საკუთარ თავს და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ბევრად დიდია კორუფციის შედეგად მოპარული ფული და ყველა ლარი, რომლითაც გამდიდრდნენ თანამდებობის პირები, აისახება ფასებში. ხელისუფლებისთვის ამ კორუფციულ ფულს ბიზნესი იხდის. ბიზნესი იძულებულია მომხმარებელს გადაახდევინოს ეს ფული.

ყველა ადამიანი, ღარიბაშვილიდან დაწყებული ფარცხალაძეებით დამთავრებული, ვინც ბიზნესში იყო, როდესაც მდიდრდებოდნენ, ამ ფულს მოქალაქეებისგან იღებდნენ. ჩვენი ამოცანაა წარმოდგენილი „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ წარმოდგენილი მყისიერი ნაბიჯების გადადგმა და მთლიანად ამ არალეგიტიმური რეჟიმის შეცვლის შემდეგ კრიმინალური, კორუფციული სისტემის მოშლა. გადასახადების ტვირთის შემცირება, "ფულის ბეჭდვის" შეწყვეტა და ამ კრიმინალური ტრადიციის აღმოფხვრა“,- აღნიშნა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, „ოპოზიციური ალიანსი“ ფასების შემცირების მიზნით, საწვავზე აქციზის გადასახადის განახევრებას, ასევე, დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის 1-1%-ით შემცირებას ითხოვს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში