სურსათის ეროვნული სააგენტო - ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ მათივე ცნობით, ქვეყანაში არსებული თავშესაფრების ქსელის გაფართოება და დამატებით სამ რეგიონში ახალი ობიექტების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროგრამის ჰუმანური მეთოდებით, კასტრაცია/სტერილიზაციის გზით, ეფექტიანად განხორციელებას.

„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, უკვე შერჩეულია შესაბამისი ტერიტორიები თავშესაფრების ასაშენებლად. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის წარმომადგენლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა სამივე რეგიონში, სადაც განიხილეს ინფრასტრუქტურული საჭიროებები და პროექტის განხორციელების ეტაპები.

ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ექსპერტის ლაშა გეგეჭკორის განცხადებით, ქვეყანაში არსებული თავშესაფრების ქსელის გაფართოება და დამატებით სამ რეგიონში ახალი ობიექტების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროგრამის ჰუმანური მეთოდებით, კასტრაცია/სტერილიზაციის გზით, ეფექტიანად განხორციელებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში