ანდრო ჭიჭინაძის მამა - ასეც ვფიქრობდი, რომ არაფერი მოხდებოდა ჩვენთვის სასიკეთო - ეს იყო პროცესი პროცესის გამო

ასეც ვფიქრობდი, რომ არაფერი მოხდებოდა ჩვენთვის სასიკეთო, - ასე შეაფასა მსჯავრდებულ ანდრო ჭიჭინაძის მამამ, ოთარ ჭიჭინაძემ მისი შვილის, ასევე, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

როგორც ჭიჭინაძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას სხვა გადაწყვეტილების მოლოდინი არც ჰქონია.

„გამართლდა ის მოლოდინი, რაც მქონდა, რომ აბსოლუტურად არაფერი შეიცვლებოდა. თავიდანვე ასეთი განწყობა მქონდა, რომ არაფერი მოხდებოდა ჩვენთვის სასიკეთო. ეს იყო უბრალოდ, პროცესი პროცესის გამო, რომ დაენახებინათ, რაღაც ხდება - სინამდვილეში არაფერი“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, მსჯავრდებულები, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში