„ალდაგი“ წელს TEDxTbilisi-ის ოფიციალური პარტნიორია - ღონისძიების მთავარი თემაა „პატარა ნაბიჯები“

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ წელს TEDxTbilisi-ის ოფიციალური პარტნიორია. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების მთავარი თემაა „პატარა ნაბიჯები“ - იდეა, რომ დიდი ცვლილებები და წარმატება სწორედ მცირე, თანმიმდევრული ნაბიჯებით იწყება.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ღონისძიებაზე შვიდი სპიკერი წარდგება და აუდიტორიას ამ თემაზე საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

როგორც „ალდაგის“ მარკეტინგის დირექტორი ქეთევან მაღალაშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია მხარი დაუჭირონ მსგავს ინიციატივებს.

„როგორც 35 წლის ისტორიის მქონე ბრენდს, კარგად გვესმის მცირე ნაბიჯების ძალის ბიზნესში და ნებისმიერ საქმეში, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს მოტივაციას აძლევს, მუდმივად გადადგან პატარა ნაბიჯები საკუთარი დიდი მიზნებისკენ,“ - აცხადებს ქეთევან მაღალაშვილი.

„ალდაგის“ ცნობით, სპიკერების გამოსვლის გარდა, 19 აპრილს, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს „ალდაგი“ სახალისო გათამაშებასაც შესთავაზებს, რომელშიც ჩართვა ნებისმიერ დამსწრეს შეეძლება.

„TEDxTbilisi 2014 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ამ დროის განმავლობაში პლატფორმამ აუდიტორიას არაერთი საინტერესო სპიკერი გააცნო, შთააგონა დამსწრეები და შექმნა სივრცე ახალი იდეებისა თუ გამოცდილებების გასაზიარებლად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში