საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის N145-ე, N106-ე, N190-ე, N211-ე, N212-ე საჯარო სკოლების და კერძო სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად ისაუბრეს ნარკოტიკულ დანაშაულზე, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და ამ მიმართულებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე. ასევე შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ მძიმე შედეგებზე, რასაც იწვევს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.

„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა. საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში