ისრაელ კაცი - „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტა დროებითია, ჩვენ ლიბანში ვრჩებით, ისრაელის თავდაცვის ძალები პოზიციებს არ ტოვებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელ-ჰეზბოლას შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დროებითია და ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის ტერიტორიიდან არ გადიან.

„ისრაელის თავდაცვის ძალები იკავებს და გააგრძელებს ყველა იმ ტერიტორიის შენარჩუნებას, რომელიც გაწმინდა და დაიპყრო. ლიბანში სახმელეთო მანევრმა და ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანის მასშტაბით განხორციელებულმა დარტყმებმა ბევრი მიღწევა მოიტანა, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა“, - აღნიშნა ისრაელ კაცმა.

მისი თქმით, ისრაელის მიზანს „ჰეზბოლას“ განიარაღება წარმოადგენს, რომელიც ჯერ მიღწეული არ არის.

„ჩვენ ლიბანში ვართ, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომის შუაგულში, დროებითი შეჩერებითა და 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტით. ჩვენს მიერ დასახული მიზანი - ჰეზბოლას იარაღის სამხედრო ან დიპლომატიური საშუალებებით დემონტაჟი - იყო და რჩება კამპანიის მიზნად, რომლის მიმართაც ერთგულები ვართ. ეს უნდა გაკეთდეს ან დიპლომატიური გზით, ან ისრაელის სამხედრო მოქმედებების განახლებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულების შემდეგ,“ - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ადგილობრივი დროით 00:00 საათზე (თბილისის დროით 01:00 საათზე) ამოქმედდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში