ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი - იმის მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება, ან სასჯელის ნაწილში რამე შეიცვლებოდა, არც ჩვენ და არც მსჯარდებულებს არ გვქონია

რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება, ან სასჯელის ნაწილში რამე შეიცვლებოდა, არც ჩვენ და არც მსჯარდებულებს არ გვქონია, - ასე შეაფასა მსჯავრდებულ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა სააპელაციო სასამართლოს მიერ 11 პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

როგორც მიგინეიშვილი აცხადებს, განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს იმისათვის, რომ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წავიდეს.

„სამართლიანობა და სამართლიანობის პრინციპი მოითხოვდა, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო. ის გადაწყვეტილება, რაც პირველ ინსტანციაში გვქონდა, სრულიად დაუსაბუთებელი და აბსურდული იყო. ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ მოსამართლემ მხოლოდ განაჩენი გამოაცხადა და ელემენტარული, მინიმალური განმარტებაც არ გააკეთა, რატომ იზიარებს ის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსჯელობას. ეს კიდევ ერთხელ იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველოში მართლმსაჯულება ფორმალურია. ახლა რაც დაგვრჩა, სამართლებრივი პროცედურა, არის ის, რომ ამას ისევ იმიტომ, რომ პროცედურა ფორმალურად მოითხოვს, უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, შემდეგ უკვე - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც ამ რეალობაში, როცა ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, ერთადერთი ეფექტური გზაა იმისთვის, რომ სიმართლე იპოვო“, - განაცხადა მიგინეიშვილმა.

ცნობისთვის, მსჯავრდებულები, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში