„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

19 აპრილს ღამის 02:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე მთაწმინდა-კრწანისის რაიონში მცხოვრებ აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ განცხადებას „ჯივიპი” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წყლის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოების ჩატარებაა. კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

“19 აპრილს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, მთაწმინდის რაიონი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N12-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებით სამუშაოები ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 19 აპრილს ღამის 02:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში - საქანელას, აბჟანდაძეს, დიდი ხეივნის, ახალი ხეივნის, 1-ლი, მე-2 და მე-3 ხეივნის ქუჩებს, საბატონოს, ცოლიკაურის, წითლანაძის, გორგასლის ქუჩა N20, გულუას, გულიას, გორგასლის N87-N115, N30-N50, კრწანისის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს, ერეკლე II-ს მოედანს და ქუჩას, ლესელიძის, კოტე აფხაზის N16-N44, N27-N53, ვერცხლის, ნაკაშიძის, შარდენის, ბამბის და რკინის რიგის, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კათალიკოსის, ყავლაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის და დიუმას ქუჩებს, სანაპიროს, რეზო ჩხეიძის, თაბუკაშვილის, ფხოვის, ჯამბულის, სობჩაკის, ჭანტურიას, სტამბის ჩიხის, ბროსეს, რევაზ ლაღიძის და ვირსალაძის ქუჩებს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში