დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია, თუმცა საზღვაო ბლოკადა ირანთან დაკავშირებით სრულად ძალაში დარჩება, სანამ ირანთან ჩვენი გარიგება 100%-ით არ დასრულდება

ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია და მზად არის ბიზნესისა და სრული გატარებისთვის, თუმცა საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება და იმოქმედებს მხოლოდ ირანთან დაკავშირებით, იქამდე, სანამ ირანთან ჩვენი გარიგება 100%-ით არ დასრულდება. ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან ძირითადი საკითხების უმეტესობა უკვე შეთანხმებულია“, - წერს ტრამპი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გავლა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სრულად თავისუფალი იქნება.

არაღჩის თქმით, სრუტეში გავლა ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კოორდინირებული მარშრუტით განხორციელდება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში