ირაკლი კობახიძე - საქართველოში ვიხილეთ რევოლუციის 5 მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი - ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი, იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი

საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი. იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ მოახერხა ვითარების დასტაბილურება, მათ შორის იმ კანონმდებლობით, რომელიც მიღებულ იქნა ენჯეოების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

„დღეს ძალიან სამწუხარო პრაქტიკაა, ვხედავთ რომ უცხოური ჩარევა გამოიყენება, მათ შორის, ფინანსური ჩარევა, საქართველოში ვითარების ასარევად. საზოგადოება ამას უნდა დაუპირისპირდეს პირველ რიგში, სათანადო შეფასებით. საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი. იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი. ეს არის ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომელსაც არ უნდა, დაასვენოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ვითარების დასტაბილურება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის იმ კანონმდებლობით, რომელიც მიღებულ იქნა ენჯეოების დაფინანსებასთან დაკავშირებით და ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ეს სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული", - განაცხადა პრემიერმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება