ირაკლი კობახიძე - გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ, დღეს, ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ

გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ, დღეს, ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ, ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს და ეს არის ძალიან სამწუხარო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელებისა და გვარების არასწორად მითითებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს.

„გერმანიაში რომ ასეთი პრობლემებია, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მაგალითად, იგივე 20 წლის წინ, გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ. დღეს, ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ, ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს, პატივს არ სცემენ პრინციპებს და ეს არის ძალიან სამწუხარო. სამწუხაროსთან ერთად ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება მივცეთ ამ მოვლენას, არის ეს", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში