პრემიერი - ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე

ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში იყო ფართო კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ და ხელისუფლებას ძალიან დიდ ძალისხმევად დაუჯდა მისი შეჩერება.

„გახსოვთ, რომ ძალიან ფართო კამპანია იყო გაშლილი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში. ესეც იყო უცხოეთიდან დაფინანსებული კამპანია. ამაში იყვნენ ჩართულები კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, კონკრეტული „ენჯეოები", კონკრეტული მედიასაშუალებები და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდა ამ კამპანიის შეჩერება. ბოლოს, იძულებულები გახდნენ, ლუსტრაციის გამო შეეჩერებინათ გარკვეულ ეტაპზე ეს კამპანია, თუმცა ახლა ხედავთ, რომ თითქოს ხედავენ საკუთარ შანსს ამ კამპანიის განახლებისთვის. ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ჩვენ ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე",- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში