კირ სტარმერი - ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების დასაცავად შექმნილ მისიას საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უხელმძღვანელებენ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ლიდერები ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნას მიესალმებიან.

სტარმერმა პარიზში მიმდინარე სამიტზე განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს გრძელვადიანი და ქმედითი გადაწყვეტა.

მისი განმარტებით, საერთაშორისო ლიდერები შეიკრიბნენ, რათა გაეზიარებინათ ერთიანი გზავნილი, რომ სრუტე უნდა გაიხსნას გადასახადებისა და შეზღუდვების გარეშე.

სტარმერის თქმით, ეკონომიკური შოკის მართვის მიზნით საჭიროა, ნაოსნობა აღდგეს, როგორც კი ამის პირობები შეიქმნება.

მისი განცხადებით, საერთაშორისო მისიას, რომლის მიზანი ნავიგაციის თავისუფლების დაცვა იქნება, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებენ „როგორც კი ამის პირობები შეიქმნება, მკაცრად მშვიდობიანი და თავდაცვითი“.

სტარმერის ინფორმაციით, მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება დაგეგმვის კონფერენცია, სადაც ათეული ქვეყანა მისიაში აქტივებს შეიტანს.

„ჩვენს მოქალაქეებს მშვიდობისა და სტაბილურობის დაბრუნება სჭირდებათ“, - აღნიშნა სტარმერმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში