დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს - დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის

ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს. ის აღარ იქნება გამოყენებული მსოფლიოს წინააღმდეგ იარაღად! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღევანდელი დღე „დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის“.

„კიდევ ერთხელ! ეს შეთანხმება არანაირად არ არის დაკავშირებული ლიბანთან, მაგრამ ჩვენ გავხდით ლიბანს კვლავ დიდებულს!“- წერს ტრამპი.

მისი მტკიცებით, ირანმა, აშშ-ის დახმარებით, განახორციელა და ახორციელებს გამნაღმვით სამუშაოებს.

„ირანმა, მოაშორა ან ახლა აშორებს ყველა საზღვაო ნაღმს!“- წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდის პაკისტანს და პრემიერ-მინისტრსა და ფელდმარშალს, ასევე საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს დახმარებისთვის.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში