ლელა ჯეჯელავა ხელისუფლებაზე - სულ მინდა ვიკითხო, რანაირი დიპლომატიაა ეს, გაულანძღავი არ დატოვეს ბრიუსელი, ვაშინგტონი - ერთადერთი დიპლომატია, რასაც ვამჩნევ ეს არის, მორცხვად რომ იღიმებიან ზახაროვას მუქარაზე

სულ მინდა ვიკითხო, რანაირი დიპლომატიაა ეს, გაულანძღავი არ დატოვეს ბრიუსელი, ვაშინგტონი - ერთადერთი დიპლომატია, რასაც ვამჩნევ ეს არის, მორცხვად რომ იღიმებიან ზახაროვას მუქარაზე, დიპლომატიური ღიმილი დასთამაშებთ სახეზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა, რითაც ეხმაურება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას: „საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია“.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ლელა ჯეჯელავამ განაცხადა, რომ რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს, ეს არ არის დიპლომატია.

„დღეს ჩვენს პრემიერ-მინისტრს უთქვამს, 23 საუკუნისაა საქართველო და დიპლომატიით მოვაღწიეთ აქამდეო. სულ მინდა ვიკითხო, რანაირი დიპლომატიაა ეს, გაულანძღავი არ დატოვეს ბრიუსელი, ვაშინგტონი და არ არსებობს პოლიტიკური ფიგურა, რომელიც არ გალანძღეს. მათმა იდეოლოგმა ისიც კი გვითხრა, რომ ტრამპი თავს იმპერატორად გამოაცხადებს და არანაირი არჩევნები არ იქნება. ერთადერთი დიპლომატია, რასაც ვამჩნევ ეს არის, მორცხვად რომ იღიმებიან ზახაროვას მუქარაზე, დიპლომატიური ღიმილი დასთამაშებთ სახეზე. ამას ჰქვია დიპლომატია და ასე ფიქრობს ირაკლი კობახიძე, რომ დღემდე ასე მოაღწია საქართველომ? ეს არ არის დიპლომატია, რასაც პრემიერ-მინისტრი ეძახის დიპლომატიას“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ლელა ჯეჯელავას მოსაზრებით, ხელისუფლების ცვლილებისთვის აუცილებელია, რომ პოლიტიკაში მთავარი აქტორი გახდეს ქართველი ხალხი.

„შეიძლება თუ არა, რომ მთავარი აქტორი გახდეს ხალხი? მე მაინც მგონია, რომ შეიძლება. ქვეყნის გარეთ მოვლენები ისე მიმდინარეობს, ისე არაკეთილსაიმედოდ ბატონი ივანიშვილისთვის, რომ შეუძლებელია სინერგია არ შედეგს ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებსა და გარეთ მიმდინარე პროცესებს შორის. მე მგონია, რომ ერთი გზა გვაქვს, მთავარი აქტორი უნდა გახდეს ქართველი ხალხი“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში