ფრიდრიხ მერცი - ჰორმუზის სრუტის მისიაში აშშ-ის მონაწილეობა სასურველია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევის გაზრდა მხარეების პირდაპირ ინტერესებშია.

მერცმა პარიზში, სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს აშშ-სა და ირანს შორის სწრაფი დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის მიმდინარე მცდელობებს და ასევე მიესალმება „ჰეზბოლასა“ და ისრაელის ისტორიულ შესაძლებლობას, გაიღონ ძალისხმევა ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

მერცმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს, სრულად გახსნას ჰორმუზის სრუტე ხანგრძლივად, უსაფრთხოდ და გადასახადის გარეშე და განაცხადა, რომ ბოლო დროს მიღებული კარგი ამბების მიუხედავად, მის გახსნაზე არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს.

მისი თქმით, გერმანია მზადაა წვლილი შეიტანოს მისიის მუშაობაში, რომლის მიზანი ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების ხელშეწყობა იქნება, მათ შორის მისი შეიარაღებული ძალების შესაძლო მონაწილეობასა და ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა განაღმვა.

მერცის განმარტებით, ასეთი გეგმა გაერომ და გერმანიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცონ და მასში აშშ-ის მონაწილეობა სასურველი იქნება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში