კაია კალასი - ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს

საერთაშორისო სამართლის თანახმად, საზღვაო გზებზე, როგორიცაა ჰორმუზის სრუტე, ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ეს არის ის, რაც დღეს ლიდერებმა ნათლად განაცხადეს ვირტუალურ სამიტზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხს ეხებოდა.

„საფასურის გადახდის ნებისმიერი სქემა სახიფათო პრეცედენტს შექმნის გლობალური საზღვაო მარშრუტებისთვის. ირანმა უარი უნდა თქვას ტრანზიტის საფასურის დაწესების ნებისმიერ გეგმაზე“, - აცხადებს კალასი.

მისი თქმით, ევროპა თავის როლს შეასრულებს ენერგიისა და ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის აღდგენაში, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდება.

„ევროკავშირის საზღვაო მისია „ასპიდესი“ უკვე მოქმედებს წითელ ზღვაში და მისი სწრაფად გაძლიერება შესაძლებელია რეგიონში გადაზიდვების დასაცავად. ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერის უსწრაფესი გზა“, - აცხადებს კალასი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში