რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთ-უკრაინის ომზე - თურქეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ხელშემწყობ ნაბიჯს პირდაპირი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მათ შორის ლიდერთა სამიტს

მინდა სრული გულწრფელობით განვაცხადო, რომ თურქეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ხელშემწყობ ნაბიჯს პირდაპირი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მათ შორის ლიდერთა სამიტს, თუ მხარეები მზად იქნებიან, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის შედეგად გამოწვეული ნგრევა და მსხვერპლი შემაშფოთებელია.

„გვჯერა, რომ ომი დასრულდება მოლაპარაკებების პროცესით, რომელშიც მხარეები სამართლიანად და თანაბრად იქნებიან წარმოდგენილები. მინდა სრული გულწრფელობით განვაცხადო, რომ თურქეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ხელშემწყობ ნაბიჯს პირდაპირი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მათ შორის ლიდერთა სამიტს, თუ მხარეები მზად იქნებიან“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დღეს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვდეს.

„მზად ვართ თურქეთში ლიდერების შეხვედრისთვის ფორმატში: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი, პრეზიდენტების, ერდოღანისა და ტრამპის მონაწილეობით. ცოტა ხნის წინ გადავეცით ეს სიგნალი თურქ პარტნიორებს. თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო ძალისხმევებში“, - განაცხადა სიბიგამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში