დონალდ ტრამპი - გამდიდრებულ ურანს შეერთებულ შტატებში დავაბრუნებთ - შევალთ ირანთან ერთად, სასიამოვნო, ნელი ტემპით, ჩავალთ და დავიწყებთ გათხრებს დიდი დანადგარებით

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ იმუშავებს ირანთან, რათა მისი გამდიდრებული ურანი შეერთებულ შტატებში დააბრუნოს.

„ჩვენ ამას მოვაგვარებთ. შევალთ ირანთან ერთად, სასიამოვნო, ნელი ტემპით, ჩავალთ და დავიწყებთ გათხრებს დიდი დანადგარებით. ჩვენ მას შეერთებულ შტატებში დავაბრუნებთ“, - განაცხადა ტრამპმა Reuters-თან სატელეფონო ინტერვიუში.

ამასთან, დონალდ ტრამპმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის არანაირი პრობლემა არ არსებობს და რომ შეთანხმება „ძალიან ახლოსაა“.

„ძალიან ახლოს ვართ. როგორც ჩანს, ეს ყველასთვის ძალიან კარგი იქნება. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმების მიღწევასთან“, - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში