ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ბელარუსის ომში ჩათრევას კიდევ შეეცდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელარუსის სასაზღვრო ზონაში უკრაინის ტერიტორიისკენ მიმავალი გზების მშენებლობა და საარტილერიო პოზიციების მოწყობა მიმდინარეობს.

„დაზვერვის მონაცემებით, ბელარუსის სასაზღვრო ზონაში უკრაინის ტერიტორიისკენ მიმავალი გზების მშენებლობა და საარტილერიო პოზიციების მოწყობა მიმდინარეობს. მიგვაჩნია, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება ბელარუსის ომში ჩათრევას“, - აღნიშნა ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენების მოსმენის შემდეგ.

მისი თქმით, გასცა დავალება, რომ შესაბამისი არხებით „გააფრთხილონ ბელარუსის დე ფაქტო ხელმძღვანელობა“, რომ უკრაინა მზადაა დაიცვას თავისი მიწა და დამოუკიდებლობა.

„ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ბუნებამ და შედეგებმა ბელარუსის ხელმძღვანელობა უნდა შეაკავოს, შეცდომები არ დაუშვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში