ირანის საგარეო უწყება - თუ საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება, ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის ბლოკადას განაგრძობს, ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს.

„თუ მეორე მხარე გადაწყვეტს თავისი ვალდებულებების დარღვევას, რასაც, როგორც ჩანს, აპირებს და თუ საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა საპასუხოდ საჭირო ზომებს მიიღებს და ეს ეჭვგარეშეა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის გაიხსნა. აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სრუტე გახსნილია, თუმცა დასძინა, რომ საზღვაო ბლოკადა ძალაში რჩება.

„ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია და მზად არის ბიზნესისა და სრული გატარებისთვის, თუმცა საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება და იმოქმედებს მხოლოდ ირანთან დაკავშირებით, იქამდე, სანამ ირანთან ჩვენი გარიგება 100%-ით არ დასრულდება“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში