ირანის საგარეო უწყება - ირანის გამდიდრებული ურანის მარაგის გადატანა არსად მოხდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგს არსად გადაიტანენ.

„ირანის გამდიდრებულ ურანსარსად არ გადაიტანენ“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ იმუშავებს ირანთან, რათა გამდიდრებული ურანი შეერთებულ შტატებში დააბრუნოს. „ჩვენ ამას მოვაგვარებთ. შევალთ ირანთან ერთად, სასიამოვნო, ნელი ტემპით, ჩავალთ და დავიწყებთ გათხრებს დიდი დანადგარებით. ჩვენ მას შეერთებულ შტატებში დავაბრუნებთ“, - აღნიშნა ტრამპმა. მან ასევე განაცხადა, ირანი „ყველაფერზე დათანხმდა“, მათ შორის გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანაზე.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში