გივი მიქანაძე აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას კენტს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას კენტთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში აშშ-ის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ნიკოლას კენტს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, ასევე განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინისტრმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაში ნიკოლას კენტის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს“ პროექტზე ისაუბრეს, როგორც აშშ-სა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელ მაგალითზე. ამასთან, განიხილეს აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული გაცვლითი პროგრამები, მათ შორის Fulbright-ის პროგრამა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში .

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს