დონალდ ტრამპი - კარგი ამბავი შევიტყვეთ, როგორც ჩანს, ირანთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთში ყველაფერი კარგად მიდის

ირანთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი ამბავი შევიტყვეთ , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„20 წუთის წინ საკმაოდ კარგი ამბავი შევიტყვეთ. როგორც ჩანს, ირანთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთში ყველაფერი კარგად მიდის“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ რა სიახლე შეიტყო.

„ამის შესახებ გაიგებთ. ვფიქრობ, ეს ისეთი რამ არის რაც უნდა მოხდეს. ვფიქრობ, ეს მოხდება. მოლაპარაკებები შაბათ-კვირასაც მიმდინარეობს. ველი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბევრ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე შედგა და შეთანხმებაც მიღწეულია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ოთხშაბათამდე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდება, გააგრძელებს თუ არა ცეცხლის შეწყვეტის მოქმედების ვადას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ არ იცის და აღნიშნა, რომ შესაძლოა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განაახლოს.

„არ ვიცი. შეიძლება არ გავაგრძელო, მაგრამ ბლოკადა ძალაში დარჩება. სამწუხაროდ, ბომბების ჩამოყრა კვლავ მოგვიწევს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს