The Guardian - ირანმა საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა

ირანმა საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ირანის გავლით საერთაშორისო ფრენებისთვის ქვეყნის საჰაერო სივრცის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო მარშრუტები ღიაა“, - აცხადებს ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახური.

ასევე, სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადებით, 28 თებერვლის შემდეგ პირველად, ზოგიერთმა აეროპორტმა მუშაობა დილის 7 საათზე განაახლა.

გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადების მიუხედავად, ქვეყნის საჰაერო სივრცეში საერთაშორისო ფრენები არ ფიქსირდება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს