ძმები მიქაძეების ადვოკატი - მტკიცებულებები, რაც განაჩენის გამოსატანად არის აუცილებელი ქართული კანონმდებლობით, პროკურატურას არ წარმოუდგენია

ამ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები, რაც განაჩენის გამოსატანად არის აუცილებელი ქართული კანონმდებლობით, პროკურატურას არ წარმოუდგენია, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, გიორგი და დავით მიქაძეების ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამ წუთებში ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოში დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.

"დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე თავის დასკვნით სიტყვას წარმოადგენს, რომელიც არც 350 და არც 400-გვერდიანი არ იქნება. ეს დასკვნითი სიტყვა იქნება იმდენგვერდიანი, რაც საჭირო გახდება იმისათვის, რომ საზოგადოებას და პირველ რიგში, მოსამართლეს კიდევ ერთხელ შევუჯამოთ და დავანახოთ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები, რაც განაჩენის გამოსატანად არის აუცილებელი ქართული კანონმდებლობით, პროკურატურას არ წარმოუდგენია. ინტუიცია მეუბნება, რომ ამას მაინც და მაინც 300 ან 400 გვერდი არ უნდა დასჭირდეს იმის გათვალისწინებით, რომ თავად პროკურატურას მტკიცებულებები მწირი რაოდენობით აქვს წარმოდგენილი. არც ერთი მათგანი პირდაპირი მტკიცებულება არაა, არც ერთი მათგანი შემხებლობაში არაა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან.

ბრალდების მხარეს 14 მარტს მომხდარი მკვლელობის ორგანიზების მტკიცებულებად მოტანილი აქვს 2025 წლის 15 თებერვალს, მკვლელობამდე 1 თვით ადრე, სასტუმრო "თბილისი თაუერში" ადამიანების შეხვედრის კამერის ჩანაწერები.

ისინი არ არიან იდენტიფიცირებული და სარწმუნო არ არის პროკურატურის მტკიცებულება, რომ კამერებზე ის ადამიანები არიან გამოსახული, ვინც მათ უნდოდათ ყოფილიყვნენ გამოსახული. მეორეს მხრივ, ეს ვიდეოჩანაწერები ვერ ქმნის ვერანაირ მტკიცებულებას იმის გათვალისწინებით, რომ 15 თებერვალს, თუნდაც, რამე შეკრება მომხდარიყო "თბილისი თაუერში", რასთან დაკავშირებით მოხდა ეს შეხვედრა, არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის", - განაცხადა ნიქაბაძემ.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში