„დემოკრატმა“ სენატორებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებისთვის გააკრიტიკეს

„დემოკრატმა“ სენატორებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებისთვის გააკრიტიკეს.

სენატორებმა ჯინ შაჰინმა, ჩაკ შუმერმა და ელიზაბეთ უორენმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ საშეღავათო ნებართვის მოქმედების ვადის გახანგრძლივება დაგმეს, რომლითაც ქვეყნები რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას 16 მაისამდე შეძლებენ.

„ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა და ხაზინის მდივანი ბესენტის მიერ საკუთარი პოზიციის 180 გრადუსით შემოტრიალებას წარმოადგენს, მაშინ როდესაც, სულ რაღაც ორი დღის წინ პირობა დადო, რომ რუსეთის სანქციების საშეღავათო ნებართვას არ გაახანგრძლივებდა. მიმდინარე კვირაში პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ დღემდე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც 18 ადამიანი ემსხვერპლა და ადმინისტრაციის პასუხი კრემლის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებაა. რა გზავნილია ეს ნაბიჯი?“, - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

ასევე, სენატორები აღნიშნავენ, რომ „ირანის წინააღმდეგ პრეზიდენტი ტრამპის ომით ყველაზე მეტად პუტინი სარგებლობს“.

„პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს საკუთარი თავის გასულელების უფლება არ უნდა მისცეს და მის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები უნდა დააწესოს. თუ პრეზიდენტი ტრამპი კურსს არ შეიცვლის, უკრაინაში ომი გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება“, - აცხადებენ სენატორები.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში