მედია - ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ტანკერს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც მოჯთაბა ხამენეიმ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „სამხედრო-საზღვაო ძალები მზად არის, მტერს მწარე მარცხი მიაყენოს“

ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ტანკერს ცეცხლი გაუხსნა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სააგენტოს (UKMTO) ცნობით, ტანკერს ცეცხლი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორმა საარტილერიო კატარღამ ომანის მახლობლად გაუხსნა.

სააგენტოს განცხადებით, ტანკერის ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის.

მომხდარიდან მალევე, ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები მზად არის მტერს მწარე მარცხი მიაყენოს“.

„ისევე როგორც, ირანის დრონები აშშ-ისა და სიონისტ მკვლელებს ელვისებურად ურტყამენ, ჩვენი მამაცი სამხედრო-საზღვაო ძალები მზადაა მტერს ახალი მწარე მარცხი მიაყენოს“, - დაწერა ირანის უზენაესმა ლიდერმა „ტელეგრამზე.

ასევე, Reuters-ის ინფორმაციით, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები ჰორმუზის სრუტეში გემებს რადიოშეტყობინებებს უგზავნიან და აფრთხილებენ, რომ სრუტე კვლავ დახურულია.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს