ემანუელ მაკრონი - ლიბანში ფრანგი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი „ჰეზბოლაა“

ლიბანში ფრანგი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა , - ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის ცნობით, ფრანგი სერჟანტი-მაიორი ფლორიან მონტორიო სამხრეთ ლიბანში, გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) წინააღმდეგ თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ასევე, თავდასხმის შედეგად UNIFIL-ის სამი ჯარისკაცი დაშავდა.

„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი „ჰეზბოლაა“. საფრანგეთი მოითხოვს, რომ ლიბანის ხელისუფლებამ პასუხისმგებელი პირები დააკავოს“, - აცხადებს მაკრონი.

ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი ფრანგ კოლეგას ესაუბრა და პირობა დადო, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს