ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორი - პროკურატურამ ჯაჭვი წარმოადგინა რგოლების გარეშეო, პირიქით, წარმოვადგინეთ უამრავი რგოლით, რაც ადასტურებს დანაშაულს - ერთი სული მაქვს, როდის გადავალთ რეპლიკის ეტაპზე, რომ დაცვის მხარეს პასუხი გავცე

გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის სასტუმრო „თბილისი თაუერში“ მისვლას რაც შეეხება, დაცვის მხარე აქაც ვერ ჩამოყალიბდა, გიორგი მიქაძე მივიდა და არ ილაპარაკა ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, თუ, საერთოდ არ მივიდა, რადგან შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დაცვის მხარემ აქაც ორაზროვნად წარმოადგინა ეს პოზიცია. „თბილისი თაუერში“ ორივე მათგანი იმყოფებოდა , - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სასტუმროში ძმებ მიქაძეების მისვლისა და გელა უძილაურთან შეხვედრის შემდეგ, უძილაურმა საქართველოში ჩამოსული ჯანგველაძის თვალთვალი დაიწყო.

„დაცვის მხარეს თავისი სტრატეგია აქვს და ყოველ ჯერზე ამბობს, რომ მტკიცებულება არ არსებობს. ჩვენი მიზანია, სასამართლოს დავანახოთ, რომ ის ბრალეულობა, რაც წარდგენილი აქვთ ბრალდებულებს, კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურებულია. დღეს იყო ის დღე, როცა ორი ადვოკატის დასკვნითი სიტყვა მოვისმინე. გარდა იმისა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ დასკვნით სიტყვაში, პირდაპირ გეტყვით, ერთი სული მაქვს, როდის გადავალთ რეპლიკის ეტაპზე, რომ მათ პასუხი გავცე. დაცვის მხარე თავის თავს ეწინააღმდეგება ბევრ გარემოებასთან დაკავშირებით. ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, განაჩენი, რომელიც გელა უძილაურის მიმართ დადგა, პრეიდუცია არის თუ არა, რადგან ხან იმას ამბობენ, ეს განაჩენი დადგენილია და ჩვენ არ გვეხებაო, ხან იმას ამბობენ, არა, იქ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადაოო. დაცვის მხარე შეეცადა წარმოეჩინა ისე, თითქოს, ბრალდების მხარემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ფარცხალაძის „ამბასადორში“ მისვლასთან დაკავშირებით. მომდევნო პროცესზე მათ ჩავურთავ სხდომის ოქმს, სადაც მოწმე მიხეილ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ფარცხალაძე ჯანგველაძეს ფინანსური პოლიციის შემდეგ, „ამსბასადორში“ შეხვდაო. ველოდი, რომ რაღაც არა არსობრივს იტყოდნენ, მაგრამ ფაქტობრივ გარემოებებს ასე თუ გაცდებოდნენ, ნამდვილად არ ველოდი. ბრალდების მხარე მათ რეპლიკაში ყველა დეტალზე გასცემს პასუხს.

ბრალთან დაკავშირებით სვამენ კითხვას, ნამდვილად კვალიფიციური ადვოკატები არიან, მაგრამ ბალის დადგენილებას კარგი წაკითხვა და აზრის გამოტანა სჭირდება. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ან არ უნდათ აზრობრივად ბრალის დადგენილების შინაარსი გამოიტანონ, ან თვითონ ვერ ხვდებიან გარკვეულ გარემოებებს“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

კითხვაზე, როგორ დგინდება ძმებ მიქაძეების სასტუმრო „თბილისი თაუერში“ ყოფნა, პროკურორი პასუხობს, რომ ეს რამდენიმე მტკიცებულებითაა დადასტურებული.

„გიორგი მიქაძის და დავით მიქაძის სასტუმრო „თბილისი თაუერში“ მისვლას რაც შეეხება, დაცვის მხარე აქაც ვერ ჩამოყალიბდა, გიორგი მიქაძე მივიდა და არ ელაპარაკა ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, თუ, საერთოდ არ მივიდა, რადგან შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დაცვის მხარემ აქაც ორაზროვნად წარმოადგინა ეს პოზიცია. რაც შეეხება მიქაძეების მისვლას, ორივე მათგანი იმყოფებოდა „თბილისი თაუერში“, ეს დადასტურებულია საქმეზე გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, კამერის დათვალიერების ოქმით. გიორგი მიქაძე ამოიცნო მისმა დამკავებელმა პირმა, ამას ადასტურებს სხვა ოპერატიული ინფორმაციაც, რომელიც მიღებულია და დადგენილია, რომ გიორგი მიქაძე იქ მისული იყო, ასევე, ტელეფონის ნომრით - ინტერნეტტრაფიკით გიორგი მიქაძე იმ პერიოდში, იმ მომენტში იმყოფებოდა სასტუმრო „თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. გელა უძილაური ამ მომენტში წითელ სოფელში იყო. გიორგი მიქაძის ადგილზე მისვლა ადასტურებს ლევან ჯანგველაძის მომდევნო დღეს ჩამოსვლასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გაცვლას. დაცვის მხარემ დღეს გიორგი მიქაძის ნაწილში ყველაფერი შეაფასა, მაგრამ რატომღაც, ყურადღების მიღმა დატოვა, რომ ზუსტად დავით მიქაძის, გიორგი მიქაძის მისვლის შემდეგ, გელა უძილაურთან შეხვედრის შემდეგ, 16 თებერვალს, საქართველოში ჩამოვიდა ლევან ჯანგველაძე და გელა უძილაური მის თვალთვალს იწყებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დღეს ამბობდნენ, პროკურატურამ ჯაჭვი წარმოადგინა რგოლების გარეშეო, არადა, პირიქით ვიტყვი, პროკურატურამ ჯაჭვი წარმოადგინა უამრავი რგოლით, რომელიც ერთობლიობაში ადასტურებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, დაცვის მხარეს არ ესმის და არ უნდა გაიგონოს, ეს სხვა თემაა“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში