ლოზუნგით - "მიეცით დიუშენით დაავადებულ ბავშვებს წამალი" -  მარში მიმდინარეობს

ლოზუნგით - "მიეცით დიუშენით დაავადებულ ბავშვებს წამალი" - ფილარმონიიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მარში მიმდინარეობს.

მარშის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს.

როგორც მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები 20 აპრილიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ აქციას დაიწყებენ.

აქციის მონაწილეები თანამედროვე სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას ითხოვენ.

შეგახსენებთ, საპროტესტო მარში ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით ყოველ შაბათს ტარდება.

როგორც ცნობილია, პარლამენტთან საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში, 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" პოლიტიკას აპროტესტებენ, ითხოვენ ახალ არჩევნებს და პროტესტის ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლებას.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს