EBRD-ის, ADB-ისა და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა

EBRD-ის, ADB-ის, ICC Georgia- ისა და „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, 16-17 აპრილს, თბილისში რეგიონული კონფერენცია - Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში სპიკერებმა განიხილეს საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოები, ასევე დიჯიტალიზაციის გავლენა სავაჭრო პროცესებზე, თანამედროვე ციფრული სავაჭრო ფინანსური ინსტრუმენტები და ციფრული აქტივების პოტენციალი.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი , ისე რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ლიდერები და სფეროს ექსპერტები, მათ შორის: EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი ალკის ვრიენიოს დრაკინოსი; EBRD - ის ვაჭრობის ფასილიტაციის პროგრამის დირექტორი შონა ტატჩელი; ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში ლესლი ბეარმან ლამი,; ICC საქართველოს თავმჯდომარე ფადი ასლი; საერთაშორისო სავაჭრო პალატის ციფრული სტანდარტების ინიციატივის დირექტორი პამელა მარი და სხვა.

„სავაჭრო ფინანსირებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა ადგილობრივი ბიზნესებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკებსა და თანამედროვე ტენდენციებს. საქართველოს ბანკი კი როგორც ბიზნესის პარტნიორი, აქტიურად მუშაობს სავაჭრო ფინანსირების პროცესების გაციფრულებაზე და ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ახორციელებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული ბიზნესის ვაჭრობის დაფინანსების გაყიდვების სამსახურის უფროსმა, გალინა ოგანესიანმა.

(R)

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია