გიგი წერეთელი - მორალს მოკლებულია იმაზე საუბარი, რომ დღეს არსებული თანამედროვე მედიკამენტები თითქოს არ არის ეფექტური - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს

ეს არის იმ ვითარების გამოძახილი, რომელიც არის დღეს ქვეყანაში. როცა არ არის სისტემური პროფესიონალური მიდგომა, როცა არ არის ანგარიშვალდებულება ხალხთან და არის ძალიან მაღალი კორუფცია და საბიუჯეტო თანხების უმიზნოდ ხარჯვა, რა თქმა უნდა, ეს ვითარება შეიქმნება, არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ მომავალშიც - 30 მილიონი კი არ უნდა დაიხარჯოს ნახევარ წელიწადში მანქანების შესყიდვაზე, არამედ თანხები უნდა იყოს მიმართული ამ და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალაინსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობელთა პროტესტზე სახელმწიფოს რეაგირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მორალს მოკლებულია იმაზე საუბარი, რომ დღეს არსებული თანამედროვე მედიკამენტები არ არის ეფექტური.

„ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი სრული სოლიდარობა ადამიანების მიმართ - მოვისმინეთ მშობლების ძალიან ემოციური ბრიფინგი და კარგად გვესმის ამ ვითარების სიმწვავე და დრამატულობა, გვესმის როგორც მოქალაქეებს, მშობლებს, პოლიტიკოსებს და როგორც ექიმებს. ძალიან კარგად გვესმის თუ რას ნიშნავს ასეთი სიტუაციის დრამატიზმი. ეს არის იმ ვითარების გამოძახილი, რომელიც არის დღეს ქვეყანაში, როცა არ არის სისტემური პროფესიონალური მიდგომა, როცა არ არის ანგარიშვალდებულება ხალხთან და არის ძალიან მაღალი კორუფცია და საბიუჯეტო თანხების უმიზნოდ ხარჯვა, რა თქმა უნდა, ეს ვითარება შეიქმნება, არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ მომავალშიც. ამიტომ, მორალს მოკლებულია იმაზე საუბარი, რომ დღეს არსებული სრულიად თანამედროვე მედიკამენტები თითქოს არ არის ეფექტური. ყველას უნდა ესმოდეს, რომ თითოეული დღე, თვე და წელი ამ ოჯახებისთვის, ამ ადამიანებისთვის და ამ ბავშვებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ეს საკითხი არის მოსაგვარებელი. ის კი არა, რომ 30 მილიონი დაიხარჯოს ნახევარ წელიწადში მანქანების შესყიდვაზე, არამედ ეს თანხები იყოს მიმართული ამ და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, პრობლემის მოსაგვარებლად და არა დისტანცირებისთვის რაღაც სტანდარტული ფრაზეოლოგიით ან არასაკმარისი სერვისები შეთავაზებით.

ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს, აქონდროპლაზიის მაგალითიც არსებობს ამ ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ ის ცვლილებები, რაც მოხდება ამ ქვეყანაში, აუცილებლად მოიტანს ცვლილებებს ყველა მიმართულებით, მათ შორის, ჯანდაცვაში", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია