დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის მშობელი - მადლობა საზოგადოებას, რომ ჩვენ გვერდით დგას, როცა ეს პრობლემა გახმაურდა, ხალხი მიხვდა რა უბედურებასთან გვაქვს საქმე ამ 100 ოჯახს

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის მშობლის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავარი დევიზი - „სამართალი და სიცოცხლე“ რეალურად არ სრულდება და ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ აფასებს მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების სიცოცხლეს.

ამის შესახებ წიქარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა.

„ქართული ოცნების“ ორი საარჩევნო დევიზი მახსენდება: სამართალი და სიცოცხლე. ადრე რომ იყო გაბრწყინება და აღორძინება - ასეთი დევიზი არ ჰქონია. ამაზე ვხუმრობდი, ყველაზე ადვილი საარჩევნო დევიზია-თქო. ეს მთავარი დევიზი, რაც არჩევნებიდან მოჰყვება „ოცნებას“, ამის საწინააღმდეგოს აკეთებს. ამბობს, რომ ერთი, ორი და სამი წელი სიცოცხლეს არ აქვს არანაირი ფასი - ფულის გადაყრა არ ღირს ამაშიო“,- განაცხადა წიქარიშვილმა.

მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დღეებში პრობლემის აქტიურად გაშუქებამ უფრო მეტ ადამიანს დაანახა იმ სირთულეების მასშტაბი, რომლის წინაშეც დაახლოებით 100 ოჯახი დგას.

მისი თქმით, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ისინი ხშირად ასაკობრივად 87 წლის მოხუცებს ჰგვანან.

„მადლობა საზოგადოებას, რომ ჩვენ გვერდით დგას. განსაკუთრებით, ბოლო დღეებში, როდესაც ეს პრობლემა გახმაურდა, ხალხი მიხვდა რა უბედურებასთან გვაქვს საქმე ამ 100 ოჯახს. როდესაც ბავშვი მოხუცის მდგომარეობაშია. ბავშვი, რომელიც ასაკობრივად 87 წლის მოხუცის მდგომარეობაშია”, - განაცხადა წიქარიშვილმა.

ამასთან, წიქარიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს დიალოგისკენ და აღნიშნავს, რომ მშობლები მზად არიან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

„ჩვენი ბავშვების პერსონალური მონაცემები ისედაც გამოფენილი გვაქვს, ბავშვები დაგვყავს აქციებზე. გარანტიას ვაძლევთ, რომ მშობლები იქნებიან კონსტრუქციულები. შემოვიდნენ ეთერებში და მშობლები პირობას დადებენ, რომ არანაირი ექსცესები არ იქნება“, - განაცხადა წიქარიშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია