„ალდაგი“ - აგრო დაზღვევა „ალდაგში“ ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ აგროდაზღვევის სეზონი დაიწყო. ფერმერებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეუძლიათ დააზღვიონ მოსავალი „ალდაგში“ და საუკეთესო პირობებთან ერთად ანაზღაურების უსწრაფესი სისტემით ისარგებლონ. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერებს სასურველი კულტურის დაზღვევა 70%-იანი სუბსიდიით შეუძლიათ, რაც ნიშნავს, რომ მათ დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა მოუწევთ და დაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის. მხოლოდ გასულ სამ წელში „ალდაგმა“ ფერმერებს 30 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

„ალდაგისთვის“ აგროდაზღვევა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. „ალდაგში“ ვცდილობთ, ჩვენ დაზღვეულებს მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სადაზღვევო პაკეტები შევთავაზოთ, რაც წლიდან წლამდე ზრდის ნდობას, როგორც დაზღვევის ასევე ჩვენი კომპანიის მიმართ,“ - აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგის“ ცნობით, აგროდაზღვევის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ ისეთი კულტურები, როგორებიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის)

სერვისის მისაღებად, დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ „ალდაგის“ რეგიონულ ფილიალებს: კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე - ჯავახეთში, იმერეთში, ქუთაისსა და აჭარაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება