აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესაბამისი პროცედურები დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ, ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა, მთავრობის ახალი თავმჯდომარის დასამტკიცებელი საკითხი განსახილველად კომიტეტებსა და ფრაქციებს გადასცეს, - განხილვის დრო 27 აპრილამდე განესაზღვრათ.

მომდევნო კვირაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების დასამტკიცებლად პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც კენჭს უყრიან.

ახალი მთავრობის დასამტკიცებლად, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა 11 ხმაა საჭირო.

როგორც ცნობილია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ზურაბ პატარაძე არის წარდგენილი.

„ბიუროს გადაწყვეტილებით კომიტეტები ორშაბათს გაიმართება, შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარეობისთვის წარდგენილი კანდიდატი და მის მიერ დასახელებული მინისტრთა კანდიდატები წარმოადგენენ სამთავრობო პროგრამას, რასაც კომიტეტები მოუსმენენ.

რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები გულისხმობს მთავრობის დამტკიცებას პლენარულ სხდომაზე.

ზურაბ პატარაძეს ჩვენი რეგიონის მოსახლეობა კარგად იცნობს, არამხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს, არამედ წარმატებულ დიპლომატს, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წლების განმავლობაში.

ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტში არანაირი ცვლილება დაგეგმილი არ არის”,- აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება