არგენტინის პრეზიდენტი - მალვინის კუნძულები ყოველთვის არგენტინის იქნება

მალვინის კუნძულები ყოველთვის არგენტინის იქნება, - ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი სოციალურ ქსელში წერს.

„მალვინის კუნძულები ყოველთვის არგენტინის იყო, არის და იქნება“, - წერს მილეი X-ზე.

ცნობისთვის, გამოცემა Reuters-მა პენტაგონის შიდა ელექტრონულ წერილზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ ვარიანტებს განიხილავს, თუ როგორ დასაჯოს ნატო-ს მოკავშირეები ირანის ომთან დაკავშირებით მათი პოზიციის გამო. კერძოდ, შესაძლო ვარიანტებს შორის ესპანეთისთვის წევრობის შეჩერება და ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციის გადახედვა განიხილება.

ფოლკლენდის კუნძულები, რომელსაც არგენტინა მალვინის კუნძულებს უწოდებს, დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიას წარმოადგენს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ატლანტის ოკეანეში მდებარეობს და არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ხანგრძლივი დავის საგანია. 1982 წელს ფოლკლენდის კუნძულების გამო, დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის სამხედრო კონფლიქტი მოხდა, რომელიც ორ თვეს გაგრძელდა და დიდი ბრიტანეთის გამარჯვებით დასრულდა. 2013 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ფოლკლენდის მაცხოვრებლებმა ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ დარჩენას დაუჭირეს მხარი.

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ფოლკლენდის კუნძულების სუვერენიტეტი „დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის“.

ამასთან, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაბლო კირნომ ბრიტანული მხარის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ არგენტინა ფოლკლენდის კუნძულების „სუვერენიტეტთან დაკავშირებით დავის გადაწყვეტის მიზნით ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა