Bloomberg - საფრანგეთმა და საბერძნეთმა თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს

საფრანგეთმა და საბერძნეთმა თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს, - ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი ათენში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 2021 წელს გაფორმებული თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა კიდევ 5 წლით გაახანგრძლივონ.

„ფრანგულ-ბერძნული ურთიერთობები ნათელი მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია ევროპელებმა მეტი ევროპული პროდუქცია შეიძინონ, მეტი ევროპული პროდუქცია აწარმოონ და მეტი ევროპული ინოვაცია შექმნან“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ასევე, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს