რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. ამის­ შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრის, ოანა ცოიუს დავალებით, ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის ელჩი დღეს დაბარებული იქნება საგარეო

საქმეთა სამინისტროში გასულ ღამეს, გალაცის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნის გამო, რომელიც უკრაინულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა.

რუსეთის ფედერაციამ რუმინეთის საჰაერო სივრცის სუვერენიტეტი დაარღვია ახალი უპასუხისმგებლო ქმედებით, რომელსაც მოსახლეობის უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენება შეეძლო. ეს უპასუხისმგებლო და პროვოკაციული ქმედებაა, რომელიც საერთაშორისო სამართლის საბაზისო პრინციპებს არღვევს.

ოთხი წელია რუსეთი უკანონო ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არა მხოლოდ სასტიკი იმპერიალისტური დამპყრობლური ქმედებაა სუვერენული მეზობლის წინააღმდეგ, არამედ რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევაც,” - ნათქვამია განცხადებაში.

­

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი