ვიქტორ ორბანის განცხადებით, პარლამენტში მანდატზე უარს ამბობს

ორბანმა უარი თქვა უნგრეთიs პარლამენტში მანდატზე. ამის შესახებ უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

ორბანის განცხადებით, დასრულდა მისი პარტია „ფიდესის” პრეზიდიუმის სხდომა, და მათ საპარლამენტო ფრაქციის “კარდინალურად რეფორმირება” გადაწყვიტეს, რომელიც 27 აპრილს იქნება ფორმირებული. მისი ხელმძღვანელი გერგეი გულიაში გახდება, ხოლო თავად ორბანი საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას აპირებს.

„მანდატი, რომელიც როგორც „ფიდესი”-„ქრისტიან-დემოკრატები” სიის ლიდერმა მივიღე, რეალურად „ფიდესის” საპარლამენტო მანდატია, ამიტომ მისი დაბრუნება გადავწყვიტე. ახლა ის საჭიროა არა პარლამენტში, არამედ ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციისთვის,” - განაცხადა ორბანმა.

მან აღნიშნა, რომ მომდევნო კვირას პარტია ეროვნულ სხდომას გამართავს, ხოლო ხელმძღვანელობის ასარჩევად სხდომა ივნისისთვის გადაიდო. ამ მომენტისთვის პარტია „ფიდესის” პრეზიდენტის თანამდებობას თავად ორბანი იკავებს.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე