„თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის“ სადილზე, რომელსაც დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი "თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის" მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც მამაკაცმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეჭვმიტანილმა საიდუმლო სამსახურის აგენტს ცეცხლი თოფიდან ესროლა.

ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დაშავებული ოფიცერი ტყვიაგაუმტარი ჟილეტით იყო დაცული და კარგ მდგომარეობაში იმყოფება.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. ოფიციალური პირების თქმით, მამაკაცი, როგორც ჩანს, მარტო მოქმედებდა. პოლიციის თქმით, ის შეიარაღებული იყო თოფით, პისტოლეტით და რამდენიმე დანით. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.

ყოველწლიური ღონისძიება "ვაშინგტონ ჰილტონის" სასტუმროში გაიმართა, რომელსაც ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველად დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პირველი ლედი მელანია ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მედიისა და მთავრობის ასობით წარმომადგენელი. სადილს, საერთო ჯამში, დაახლოებით 2 600 ადამიანი ესწრებოდა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება