Reuters - დონალდ ტრამპი "კორესპონდენტების ასოციაციის" სადილს პირველად დაესწრო, მანამდე ის ღონისძიებას ბოიკოტს უცხადებდა

დონალდ ტრამპი "თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის" სადილს პრეზიდენტის რანგში პირველად დაესწრო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ის ბოიკოტს უცხადებდა ღონისძიებას პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში და ასევე ბოიკოტი გამოუცხადა 2025 წელსაც.

Reuters-ი წერს, რომ "თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის" სადილი დიდი ხანია აშშ-ის პრეზიდენტებსა და პრესას შორის არსებული არასტაბილური, მაგრამ მდგრადი ურთიერთობის სიმბოლოა.

1921 წელს დაარსებულ ყოველწლიურ ღონისძიებას ჟურნალისტები, მთავრობის მაღალჩინოსნები და სამოქალაქო პირები ესწრებიან.

მედია წერს, რომ სროლის ინციდენტი კონექტიკუტის გამზირზე მდებარე "ვაშინგტონ ჰილტონში" მოხდა - იმავე სასტუმროში, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი დაჭრეს. სროლა 1981 წლის 30 მარტს მოხდა, როდესაც დამნაშავემ, ჯონ ჰინკლი უმცროსმა, რეიგანს ესროლა, როდესაც ის სასტუმროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ლიმუზინში ბრუნდებოდა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს