მაია სანდუ კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წლის შემდეგ, კიევში ვიმყოფები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ და ჩერნობილში მივემგზავრები, რათა პატივი მივაგოთ მათ, ვინც ევროპისთვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გასწირა“, - წერს სანდუ.

მისი განცხადებით, მოლდოვა მხარს უჭერს იმ ქვეყნებს, რომლებიც კი არ ანადგურებენ, არამედ აშენებენ.

კატასტროფებმა საზღვრები არ იცის - სოლიდარობამაც არ უნდა იცოდეს. მოლდოვა მათ გვერდით დგას, ვინც აშენებს და არა ანადგურებს“, - წერს სანდუ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს