ვლადიმერ პუტინი აბას არაღჩის - ვხედავთ, როგორ მამაცურად და გმირულად იბრძვის ირანელი ხალხი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის სანქტ-პეტერბურგში შეხვდა.

ვლადიმერ პუტინის ცნობით, გასულ კვირას ირანის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეისგან წერილი მიიღო.

„მსურს საუბარი იმით დავიწყო, რომ გასულ კვირას ირანის უზენაესი ლიდერისგან წერილი მივიღე. ვხედავთ, როგორ მამაცურად და გმირულად იბრძვის ირანელი ხალხი თავისი დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის“, - განაცხადა პუტინმა არაღჩისთან შეხვედრაზე.

აბას არაღჩიმ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთს ირანის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„უზენაესმა ლიდერმა და პრეზიდენტმა ფეზეშქიანმა მთხოვეს, რომ თქვენთვის საუკეთესო სურვილები გადმომეცა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა