ფრიდრიხ მერცი - ვერ ვხედავ, გამოსვლის რა სტრატეგიას ირჩევენ ამერიკელები,  ირანელები ძალიან გამოცდილები არიან იმაში, რომ მოლაპარაკებები არ აწარმოონ - ირანის ხელმძღვანელობა, ე.წ. რევოლუციის გვარდია მთელ ქვეყანას ამცირებს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ირანი გამოცდილია იმაში, რომ მოლაპარაკებები არ აწარმოოს.

ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანთან მოლაპარაკებებში მკაფიო სტრატეგია არ აქვს.

„ვერ ვხედავ, კონფლიქტიდან გამოსვლის რა სტრატეგიას ირჩევენ ამერიკელები. ნათელია, რომ მოლაპარაკებებში ირანელები ძალიან გამოცდილები არიან, ან უფრო ზუსტად იმაში, რომ მოლაპარაკებები არ აწარმოონ“, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით თავისი სკეპტიციზმი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რამდენჯერმე გაუზიარა.

„ირანის ხელმძღვანელობა, ე.წ. რევოლუციის გვარდია მთელ ქვეყანას ამცირებს. ვიმედოვნებ, რომ ეს რაც შეიძლება მალე დასრულდება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა