ვასილი ნებენზია - დასავლეთის ქვეყნები ცდილობდნენ, სრული პასუხისმგებლობა ირანისთვის დაეკისრებინათ, თითქოს ირანი თავს დაესხა თავის მეზობლებს და განზრახ აფერხებს ნაოსნობას ჰორმუზის სრუტეში

გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ დასავლეთის ქვეყნები თვალთმაქცობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ირანს სრული უფლება აქვს, ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა შეზღუდოს.

„იყო მცდელობა, სრული პასუხისმგებლობა ირანისთვის დაეკისრებინათ, თითქოს ირანი იყო ის, ვინც თავს დაესხა თავის მეზობლებს და ირანი განზრახ აფერხებს ნაოსნობას ჰორმუზის სრუტეში. ომის დროს, თავდასხმის ქვეშ მყოფ სანაპირო სახელმწიფოს შეუძლია, უსაფრთხოების მიზნით, თავის ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობა შეზღუდოს“, - განაცხადა ნებენზიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მან დასავლეთის ქვეყნები მეკობრეებს შეადარა. რუსეთის ელჩის თქმით, ის ასევე გმობს უკრაინის მხრიდან ხმელთაშუა ზღვაში რუსეთთან დაკავშირებულ ტანკერებზე დრონებით თავდასხმებს და ევროპის მხარდაჭერას უკრაინის მიერ შავ ზღვაში რუსული სავაჭრო გემების წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების მიმართ.

„მეკობრეებისგან განსხვავებით, რომლებიც გემებზე თავის ქალისა და ჯვარედინი ძვლების გამოსახულებით შავ დროშებს წევენ, დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ თავიანთი უკანონო ქმედებების დამალვას ცალმხრივი იძულებითი ზომების მითითებით. ეს მხოლოდ ლეღვის ფოთოლია, რომლის მიზანია იმ ფაქტის დამალვა, რომ (ევროკავშირი) ზღვაში აშკარა ძარცვას ეწევა“, - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა