ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - აშშ უკვე აღარ არის იმ პოზიციაში, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებს თავისი პოლიტიკა თავს მოახვიოს

აშშ იმ პოზიციაში აღარ არის, რომ სხვა ქვეყნებს თავისი პოლიტიკა თავს მოახვიოს, - ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რეზა ტალეი-ნიკიმ განაცხადა.

ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აშშ-მა „უკანონო და ირაციონალური მოთხოვნებზე უარი უნდა თქვას“.

„ამერიკის შეერთებული შტატები უკვე აღარ არის იმ პოზიციაში, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებს თავისი პოლიტიკა თავს მოახვიოს“, - განაცხადა ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებთან ერთად ომის დასრულების შესახებ ირანის უახლესი წინადადება განიხილა. გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი თეირანის წინადადებით უკმაყოფილოა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის წინადადება ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებს, თუმცა ბირთვული პროგრამის საკითხის განხილვის გადადებას მოიცავს იქამდე, ვიდრე ომი არ დასრულდება და სპარსეთის ყურიდან გადაზიდვებთან დაკავშირებული დავები არ მოგვარდება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა