მარნეულში პოლიციასა და ფერმერებს შორის დაპირისპირება იყო - დაკავებულია 2 პირი

მარნეულში პოლიციასა და ფერმერებს შორის დაპირისპირება იყო. აქციაზე მყოფი ფერმერების განცხადებით, მათ ადგილობრივად წარმოებული ბოსტნეულის რეალიზაცია უჭირთ და იძულებულები არიან, რომ პროდუქცია იმაზე იაფად გაყიდონ, ვიდრე პროდუქციის წარმოება უჯდებათ.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადეს, რაც სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აქციაზე პოლიციელებმა 2 პირი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს