საქართველოს ბიზნესასოციაციასა და ყირგიზეთის სავაჭრო ქსელებისა და მომსახურების სფეროს ასოციაციაციას შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნესასოციაციამ ყირგიზეთის სავაჭრო ქსელებისა და მომსახურების სფეროს ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მთავარ მიზანს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება, ერთმანეთის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა და სტრატეგიული მიზნების იდენტიფიცირება წარმოადგენდა.

„მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორი ქვეყნის ბიზნესგარემო და ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის გამოცდილებას, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე. დადებით გამოცდილებასთან ერთად, მხარეებმა მიმოიხილეს ის ძირითადი ასპექტები და ადმინისტრირების მოქმედი პროცედურები, რომელიც პოტენციურ რისკებს ქმნის ბიზნეს საქმიანობისთვის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ბიზნეს კავშირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობასა და ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერაზე, რომელიც მიმდინარე წელს იგეგმება.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია პარტნიორებთან ცოდნისა და იმ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, რაც საგადასახადო ადმინისტრირებისა და ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით დაგვიგროვდა. ყირგიზეთის სავაჭრო ქსელებისა და მომსახურების სფეროს ასოციაციის წარმომადგენლებთან დიალოგი გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავაანალიზოთ საერთო გამოწვევები და ვიპოვოთ გზები, რომლებიც ჩვენი წევრი კომპანიებისთვის სხვადასხვა იურისდიქციაში საქმიანობას უფრო მარტივსა და გამჭვირვალეს გახდის“,- განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში