თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ს 25 მილიარდი დოლარი დაუჯდა

ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ს ამ მომენტისთვის 25 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინსპექტორმა, ჯულს ჰერსტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.

ჰერსტის პასუხი კომიტეტის დემოკრატი წევრის, ადამ სმიტის კითხვას მოჰყვა, რომელმაც იკითხა რამდენი დაუჯდა ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ს ამ მომენტისთვის და აპირებს თუ არა თავდაცვის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში კონგრესის წევრებისთვის სრული ხარჯთაღრიცხვის გადაცემას.

ჰერსტის თქმით, ამ მომენტისთვის აშშ-ის ხარჯები “დაახლოებით 25 მილიარდ დოლარს” შეადგენს და აქედან უდიდესი ნაწილი საბრძოლო მასალაზე მიდის.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ